ქართული English

28 მაისს, კონსერვატიული პარტიის ქალთა ორგანიზაციის ყრილობა გაიმართა

“ექსპო ჯორჯიას” მესამე პავილიონში, “კონსერვატიული პარტიის” ქალთა ორგანიზაციის პირველი ყრილობა გაიმართა.
ყრილობამ “კონსერვატიული პარტიის” ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარედ თბილისის საკრებულოს წევრი, ქეთევან ჯოხაძე აირჩია. ქალთა ორგანიზაციის ყრილობამ ასევე კენჭი უყარა ქალთა ორგანიზაციის დებულების დამტკიცებას. შეკრებაზე მოხდა ქალთა ორგანიზაციის გამგეობის 20 წევრის არჩევა საქართველოს რეგიონების მიხედვით.
“კონსერვატული პარტიის” ქალთა ორგანიზაციის პირველი ყრილობის მონაწილეებს მიესალმა პარტიის თავმჯდომარე, ზვიად ძიძიგური და მან პარტიის ქალბატონებს წარმატებები უსურვა. ზვიად ძიძიგურის თქმით, “კოსერვატიული პარტია” ცდილობს, ქალები პარტიაში იყვნენ მხარდაჭერილ სხვადასხვა თანამდებობებზე. მისივე განცხადებით, ორი წელია რაც პარტიაში მუშაობა მიმდინარეობს ქალთა ორგანიზაციის შესაქმნელად და იგი დღეს სახეზეა. ძიძიგურმა დასძინა, რომ პარტიის ხელმძღვანელი თანამდებობები სამი წლის უკან ქალების მხოლოდ 5%-ს ეკავა, ახლა ეს პროცენტი 20-მდე არის გაზრდილი. ზვიად ძიძიგურმა მაგალითად მოიყვანა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ქალი დეპუტატების რაოდენობა. კერძოდ, მისი თქმით, ადგილობრივი თითმმართველობის ორგანოებში 150 დეპუტატიდან 18 ქალია. საუბრისას მან ასევე განაცხადა, რომ შემოდგომაზე “კონსერვატიული პარტიის” ყრილობა გაიმართება, რომელიც დაამტკიცებს პროცენტული თანაფარდობით, რამდენი ქალი უნდა იყოს პარტიაში წარმოდგენილი. მან მოუწოდა სხვა პარტიების ხელმძღვანელებს, საკუთარი პარტიების წესდებაში ჩაწერონ როგორ წარმოუდგენიათ ქალების როლი მომავალ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებში. ძიძიგურის განცხადებით, “კონსერვატიულ პარტიაში” მიაჩნიათ, რომ ქალთა აქტივობა პარტიაში აუცილებელია და იგი მხარდაჭერილი იქნება.
ყრილობის მონაწილეებს ასევე მიმართა IRI-ს დირექტორმა ანდრია ქებსმა, მათ ქალთა ორგანიზაციის პირველი ყრილობა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*