ქართული English
კონსერვატიული პარტიის ქალთა ორგანიზაციის ინიციატივა

კონსერვატიული პარტიის ქალთა ორგანიზაციის ინიციატივა

საქართველოს კონსერვატიული პარტიის ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით შეგროვდა პირველადი მოხმარების ნივთები, მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, ტანსაცმელი, თეთრეული, პლედები, სასმელი წყალი და სხვა. შეგროვილი ნივთები ქალთა ორგანიზაციის წევრებმა ვაკის გამგეობაში განთავსებულ სპეციალურ მიმღებ პუნქტში მიიტანეს და მზაობა გამოთქვეს მოხალისეთა ჯგუფს შეუერთდნენ.

,,საშინელმა სტიქიამ უდიდესი ზარალი მიაყენა ჩვენს ქალაქს! ყველაზე ძვირფასი კი, რაც სტიქიამ წაგვართვა ეს ჩვენი თანამოქალაქეთა სიცოცხლეა! სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს! დღეს თითოეული ჩვენგანი ჭირისუფალია. ჩვენ ვლოცულობთ მათი სულებისათვის და მაქსიმალურს გავაკეთებთ ყველა დაზარალებული ოჯახის დასახმარებლად”.- განაცხადა ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარემ ქეთევან ჯოხაძემ.

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*