ქართული English
კონსერვატორების ქალთა ორგანიზაციამ საარჩევნო კამპანიის მართვის საკითხებზე ტრეინინგი გამართა

კონსერვატორების ქალთა ორგანიზაციამ საარჩევნო კამპანიის მართვის საკითხებზე ტრეინინგი გამართა

2015 წლის 7-8 ოქტომბერს, ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)  მხარდაჭერით, კონსერვატიული პარტიის ქალთა ორგანიზაციის ტრენინგი გაიმართა. ტერინინგის ძირითადი თემატიკა საარჩევნო კამპანიის დაგეგმვასა და წარმოებას შეეხებოდა. პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და გამგეობის წევრებმა. ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარემ – ქეთევან ჯოხაძემ – ორგანიზაციის წევრებს მომავალი წლის ღონისძიებების შესახებ თავისი ხედვა წარუდგინა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა, პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი გიგა ბუკია.

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*