ქართული English
კონსერვატორები ჩოხატაურში ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკის გახსნას დაესწრნენ

კონსერვატორები ჩოხატაურში ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკის გახსნას დაესწრნენ

2015 წლის 19 ივლისს, ჩოხტაურში, ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნა. ბიბლიოთეკის გახსნის იდეა მედიასახლ „გურია ნიუსისა“ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთობლივი ძალისხმევით და ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით განხორციელდა.

საქართველოს კონსერვატიული პარტიის ჩოხატაურის რაიონულმა ორგანიზაციამ, კონსერვატორების ქალთა და ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა, ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს.

კონსერვატორების ჩოხატაურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის – მაია გიორგაძის განცხადებით, ქალაქის ახალი ბიბლიოთეკა იქნება ახალი კერა, რომელიც რიონში ახალგაზრდებს ცოდნის გაღრმავების, საზოგადოებრივ ცხოვრებში მათ მეტ ჩართულობას შეუწყობს ხელს. კონსერვატორების ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე – ქეტევან ჯოხაძე – მიიჩნევს, რომ ინტერნეტ-რესურსთან შეუზღუდავი წვდომის და  ახალ ინიციატივებზე მსჯელობის შესაძლებლობა იქნება მნიშვნელოვანი წამახალისებელი ფაქტორი ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის მეტი ენთუზიაზმით და ინტერესით ჩაერთონ სხვა ახალი ინტელექტუალური პროექტების განხორციელებაში.

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*