ქართული English
ქალთა ორგანიზაციამ მრავალშვილიან პირობით მსჯავრდებულ დედას 8-მარტი მიულოცა

ქალთა ორგანიზაციამ მრავალშვილიან პირობით მსჯავრდებულ დედას 8-მარტი მიულოცა

“კონსერვატიული პარტიის” ქალთა ორგანიზაციის წევრებმა 8 მარტი სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან, პრობაციონერ დედას მიულოცეს.
“კონსერვატიული პარტიის” ინფორმაციით, პარტიის ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის მოადგილე ხათუნა წიწავასთან ერთან დუშუაშვილების მრავალსულიან ოჯახს საყოფაცხოვრებო და პირველადი მოხმარების ნივთები, საკვები პროდუქტები და ყვავილები ბინაზე მიუტანეს.

ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე დუშუაშვილების მრავალსულიან ოჯახს საცხოვრებელი ფართის გამაგრებაში დახმარებას დაჰპირდა.
“ჩვენი სტუმრობა არ იქნება ერთჯერადი და ვეცდებით, მინიმალური პირობების გაუმჯობესებაში დაგეხმაროთ”, – განაცხადა ქეთევან ჯოხაძემ, პრობაციონერ დედასთან საუბრისას.

ქალთა ორგანიზაციის წევრები ოჯახის მცირეწლოვან ბავშვებს ტანსაცმლის პრობლემის მოგვარებაში დაეხმარნენ, რისი უქონლობის გამოც ორი მცირეწლოვანი ბავშვი ამ დრომდე ბაღში ვერ დადიოდა. მსგავსი და სხვა სახის ღონისძიებები სისტემატიურად ეწყობა კონსერვატიული პარტიის ქალთა ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს სხვადასხვა რაიონებში და მომავალშიც გაგრძელდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო:http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/369764-qkonservatiuli-partiisq-qaltha-organizaciam-8-marti-socialurad-daucvel-mravalshvilian-probacioners-miuloca.html

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*