ქართული English
ევროპელი ახალგაზრდა კონსერვატორების თავმჯდომარე ქეთი მამულაშვილი  AECR_ის თურქეთის  ამბოხების შემსწავლელი მისიის ფარგლებში თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა

ევროპელი ახალგაზრდა კონსერვატორების თავმჯდომარე ქეთი მამულაშვილი AECR_ის თურქეთის ამბოხების შემსწავლელი მისიის ფარგლებში თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა

28-30 აგვისტოს ევროპელ კონსერვატორ-რეფორმატორთა ალიანსის დელეგაცია  15 ივლისის ამბოხების ფაქტების დამდგენი მისიით  შეხვდა თურქეთის მმართველი პარტიის პოლიტიკოსებს.

დელეგაციას ხელმძღვანელობდა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი და ალიანსის საბჭოს წევრი რიჩარდ ჩარნეცკი, 7 ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის პარლამენტის წევრები, ევროპარლამენტარები და ალიანსის საბჭოს ,  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ევროპელი კონსერვატორების ჯგუფის წარმომადგენლები და ევროპელი კონსერვატორების თავმჯდომარე ქეთი მამულაშვილი.

დელეგაციამ შეხვედრები გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს, თურქეთის მმართველი პარტიის საგარეო საკითხების ვიცე-თავმჯდომარესთან და მეჰმედ მეჰდი ეკერი , პარლამენტის წევრთან, AK party-ს სტრატეგიულ მრჩეველთან აფიფი დემირკირანთან, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ აკიფ ჩაღატაი კილიჩთან.

AECR-ის დელეგაციამ  ადგილზე დაათვალიერა  ამბოხების დროს დაბომბილი  ადგილები თურქეთის პარლამენტში, საპრეზიდენტო სასახლეში და პოლიციის სამმართველოში.

ალიანსი მისიის შედეგებს გამოაქვეყნებს 2016 წლის  16-18 სექტემბერს პრაღის კონფერენციაზე.

 

14164025_303545793346992_1507520814_o

14191595_303545996680305_1891758607_o

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*