ქართული English
„კონსერვატიული პარტიის” წევრებმა პრაღაში გამართულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

„კონსერვატიული პარტიის” წევრებმა პრაღაში გამართულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

”კონსერვატიული პარტიის” საერთაშორისო მდივანმა ნინო გოგუაძემ და ახალგაზრდა კონსერვატორების თავმჯდომარე ქეთევან მამულაშვილმა „ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების“ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარტიიდან აცნობეს, პრაღაში გამართული კონფერენციის ფარგლებში ევროპელმა კონსერვატორებმა ბრექსიტის შედეგები და ევროატლანტიკური თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრები გაიმართა ბრიტანეთის, გერმანიის და პოლონეთის პარლამენტის წევრებთნ, ასევე ავსტრალიის დელეგაციასთან, რომელსაც ავსტრალიის ყოფილი პრემიერი ჰონ ტონი ებოტი ხელმძღვანელობდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროპარლამენტის წევრები, დენიელ ჰანანი, იან ზარადილი და ანა ფოტიგა.

წყარო: interpressnews.ge

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*