ქართული English
სტუმრად პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში

სტუმრად პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში

საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე, ქ. თბილისის პირველ ექსპერიმენტულ  საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიება „ საუბრები საქართველოს ოკუპაციაზე “   ეძღვნებოდა 1921 წლის 25 თებერვლის   ოკუპაციას.  მოსწავლეებმა ღონისძიება საკუთარ კვლევაზე დაყრდნობით მოამზადეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩაატარეს.

 „ მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ მონაწილეს ასეთი კარგი ღონისძიების ჩატარებისთვის, მიხარია, რომ სწავლობთ თქვენი ქვეყნის წარსულს და ჩვენც გვიზიარებთ თქვენს ხედვებს საქართველოს მომავალზე. თავისუფალი და განათლებული თაობა ქმნის ქვეყნის ჯანსაღ მომავალს, მიხარია რომ ამდენი ახალგაზრდაა დაინტერესებული საქართველოს ისტორიით, ჩვენი ქვეყნის წარსულით და მომავლით “.

ღონისძიებას, ასევე ესწრებოდნენ ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი.

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*