ქართული English
ქეთევან მამულაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის  ,,CORLEAP’’ -ის დელეგატად დაამტკიცეს

ქეთევან მამულაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის ,,CORLEAP’’ -ის დელეგატად დაამტკიცეს

ქეთევან მამულაშვილი ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის – ,,CORLEAP’’ -ის დელეგატად დაამტკიცეს. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, რომლის პრეზიდენტიც დედაქალაქის მერი კახა კალაძეა, აღმასრულებელი საბჭოს რიგით XXX სხდომა მოიწვია. საბჭოს წევრებმა სხდომის თავმჯდომარედ ,,ათეას” ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ტყემალაძე აირჩიეს და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუდმივმოქმედი დელეგაციების კანდიდატურებზე იმსჯელეს.

,,CORLEAP’’ – ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენცია. გიორგი ტყემალაძემ აღნიშნული კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სხდომის მონაწილეებს დელეგატებად თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები – ქეთევან მამულაშვილი და ნინო ლაცაბიძე წარუდგინა, ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელი – სანდრო სორდია წარუდგინა. მონაწილეთა გადაწყვეტილებით, აღნიშნულ დელეგაციას ნინო ლაცაბიძე უხელმძღვანელებს.

სხდომას, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს დარბაზში გაიმართა, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრების გარდა, წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები და ასოციაციის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

👉 http://cor.europa.eu/…/activities/corleap/Pages/corleap.aspx

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*