ქართული English
დავით უთმელიძემ სკოლის მოსწავლეებს თბილისის საკრებულოს ისტორია გააცნო

დავით უთმელიძემ სკოლის მოსწავლეებს თბილისის საკრებულოს ისტორია გააცნო

7 მარტს ქ. თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით უთმელიძემ და
საკრებულოს პროტოკოლის განყოფილებამ პირველ ექსპერიმენტული სკოლის
მოსწავლეებს და პედაგოგებს უმასპინძლა.
სტუმრებმა საკრებულოს ისტორიული შენობა და ოთახები დაათვალიერეს, ასევე
მოუსმინეს თბილისის საკრებულოს შენობის ისტორიას.
დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში დავით უთმელიძემ მოსწავლეებს გააცნო
საკრებულოს საქმიანობის სპეციფიკა, თუ როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება,
როგორ მუშაობს და ფუნქციონირებს თბილისის მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანო.
მოსწავლეების მხრიდან დაისვა საინტერესო შეკითხვები, რაზეც მაჟორიტარმა
დეპუტატმა უპასუხა.
შეხვედრის ბოლოს მაჟორიტარმა აღნიშნა, რომ ასეთი სახის შეხვედრები მოსწავლეებთან
მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება.

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*