ქართული English
ზვიად ძიძიგური პრემიერ-მინისტრის დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება

ზვიად ძიძიგური პრემიერ-მინისტრის დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება

ზვიად ძიძიგური ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, აზერბაიჯანთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან.

საქართველოს დელეგაციას აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრემიერი იაგუბ ეუბოვი დახვდა. შესრულდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნები.
საქართველოს მთავრობის მეთაური პირისპირ შეხვდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს,  ასევე ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა.

პრემიერ-მინისტრმა დელეგაციასთან ერთად, პატივი მიაგო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ზარიფა ალიევას ხსოვნას და „მარადიული ცეცხლის“ მემორიალი გვირგვინით შეამკო.


კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*