ქართული English
ქეთევან ჯოხაძის ინიციატივით მუხიანში ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

ქეთევან ჯოხაძის ინიციატივით მუხიანში ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

ქეთევან ჯოხაძე ელექტროპანდუსის მოწყობის დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან და თბილისის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელ მდივან გიგა სოფრომაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
მუხიანის III მ/რ-ის , N 8 კორპუსის მესამე სადარბაზო ადაპტირდა. ადგილობრივ მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახში, სადაც შეზღუდული შესალებლობის მქონე ორი პირი ცხოვრობს, ოჯახმა საცხოვრებელი სივრცის ადაპტირების თხოვნით, რამდენიმე თვის წინ მიმართა მაჟორიტარს. ნიკოლოზი და დათო მოსწავლეები არიან და ელექტროპანდუსის დახმარებით ისინი ყოველდღიურად საგანამანათლებლო დაწესებულებამდე დამოუკიდებლად გადაადგილებას შეძლებენ. მოწყობილობა რამოდენიმე პულტით იმართება და მისი სარგებლობა, საჭიროების შემთხვევაში ყველასთვის შესაძლებელია.
ელექტროპანდუსის მოწყობის სამუშაოებისათვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 35 500 ლარი იქნა გამოყოფილი.

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*