ქართული English
დავით უთმელიძე ქალაქ კრაკოვში საერთაშორისო,  ადგილობრივი თვითმმართველობების რიგით მე-4  ფორუმში მონაწილეობს

დავით უთმელიძე ქალაქ კრაკოვში საერთაშორისო, ადგილობრივი თვითმმართველობების რიგით მე-4 ფორუმში მონაწილეობს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი  დავით უთმელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და საკრებულოს წევრებთან შალვა ოგბაიძესთან და ოთარ გრიგოლიასთან ერთად პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში საერთაშორისო,  ადგილობრივი თვითმმართველობების რიგით მე-4  ფორუმში მონაწილეობს.

ადგილობრივ თვითმმართვლობების ევროპული ფორუმის მიზანია ევროპის რეგიონებსა და ქალაქებს შორის მრავალმხრივი და პირდაპირი თანამშრომლობის გაღრმავება სოციალურ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ, ურბანულ და ტურიზმის განვითარების სფეროებში ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, ასევე ადგილობრივ ლიდერთა, საჯარო ადმინისტრაციის და არასამთავრობო ორგანიზაციების შორის გამოცდილების გაზიარება.

„ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფორუმში ჩვენი მონაწილეობა, რადგან ევროპის წამყვანი ქვეყნები გვზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, როგორც პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ასევე  სოციალურ და ეკოლოგიურ სფეროებში, ჩვენთვის მნიშვნელოვანი დისკუსიები გაიმართა პანელურ შეხვედრებზე ჩვენსა და ევროპის ქვეყნების ადგილობრივ თვითმართველობების ლიდერთა შორის, ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა გაგვიზიარეს თავიაანთი გამოცდილება, ჩვენ ამ გამოცდილებას აუცილებლად გავითვალისწინებთ გასატარებელი რეფორმების დროს “ – აღნიშნა „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე დავით უთმელიძემ.

 

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*