ქართული English
ზვიად ძიძიგური საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

ზვიად ძიძიგური საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

აზერბაიჯანის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა.

აზერბაიჯანელი კანონმდებლები საქართველოს ქართველი კოლეგების, აზერბაიჯანის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის მოწვევით ეწვივნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის პარლამენტის სამომავლო თანამშრომლობაზე, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე და სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრეს.

აზერბაიჯანის საპარლამენტო დელეგაციასთან, რომლებიც საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს წარმოადგენენ, ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ. ჩვენ ორ ქვეყანას ბევრი საერთო საკითხი აქვს გადასაწყვეტი და ამ თემებზე მუშაობისას მთავრობებთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოებიც იღებენ მონაწილეობას. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ინტენსიურ რეჟიმში გავაგრძელოთ ჩვენი ურთიერთობები, რადგან მჭიდრო თანამშრომლობის პოლიტიკური ნება არსებობს“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციასთან გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტიდან მეგობრობის ჯგუფის წევრები სავალან მირზოევირუსლან გახიევიმახირ დარზიევი და თამაზ ნავერიანი დაესწრნენ.

წყარო: parliament.ge

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*