ქართული English
დავით უთმელიძემ სამომავლო გეგმები საბურთალოს მოსახლეობასთან ერთად განიხილა

დავით უთმელიძემ სამომავლო გეგმები საბურთალოს მოსახლეობასთან ერთად განიხილა

საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე, საქართველოს პარლამენტის წევრ, საბურთალოს მაჟორიტარ დეპუტატ მამუკა მდინარაძესთან და საბურთალოს გამგებელ გაიოზ ვასაძესთან ერთად ვეძისში სამ ლოკაციაზე იმყოფებოდა, სადაც მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები მოსახლეობასთან ერთად განიხილეს.

ბუდაპეშტის პირველ შესახვევში უკვე შეიცვალა 130 გრძივი მეტრის სანიაღვრე სისტემა, სულ მალე GWP- განახორციელებს საკანალიზაციო და წყლის სისტემის შეცვლას, რის შემდეგაც საბურთალოს რაიონული გამგეობა დააგებს ასფალტის საფარს და კეთილმოაწყობს მთლიან ქუჩას.

დავითაშვილის ქუჩზე GWP-იმ უკვე მოაწესრიგა წყლის სისტემა. აღნიშნულ მისამართზე საბურთალოს გამგეობამ მოაწყო საყრდენი კედელი, უახლოეს მომავალში დააგებს ასფალტს და კეთილმოაწყობს აღნიშნულ ქუჩას მთლიანად.

მაჟორიტარები, ასევე შეხვდნენ ბერიტაშვილის და ჯიშკარიანის ქუჩის მაცხოვრებლებს და პროექტი გააცვნეს, რომელიც ვეძისში, დაახლოებით 2000კვ.მ ფართობზე დასასვენებელი სივრცის მოწყობას გულისხმობს.

„ დღეს, გამგებელთან და პარლამენტის მაჟორიტარ წევრ მამუკა მდინარაძესთან ერთად, საბურთალოზე რამოდენიმე ლოკაცია მოვინახულე, შევხვდით მოსახლეობას და გავაცანით ის სამუშაოები, რისი განხორციელებაც პრაქტიკულად უკვე დაწყებული გვაქვს და მალე დავამთავრებთ კიდეც. სამუშაოების დასრულების შემდეგ ბუდაპეშტის პირველი შესახვევი და კიდევ რამდენიმე ქუჩა ვეძისში მთლიანად აღჭურვილი იქნება ახალი საკანალიზაციო  და სანიაღვრე სისტემით, მოვინახულეთ ასევე დავითაშვილის ქუჩა, სადაც GWP-იმ უკვე მოაწესრიგა წყლის სისტემა,საბურთალოს გამგეობამ მოაწყო საყრდენი კედელი, მალე დააგებს ასფალტს და კეთილმოეწყობა აღნიშნული ქუჩა მთლიანად. ასევე, ბერიტაშვილისა და ჯიშკარიანის ქუჩების კვეთაზე მოეწყობა ახალი დასასვენებელი სივრცე, სადაც დაიდგმება ატრაქციონები ბავშებისთვის, მოეწყობა სასეირნო ბილიკები და დამონტაჟდება განათების სისტემა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კიდევ ერთი ახალი, კეთილმოწყობილი და თანამედროვე დასასვენებელი სივრცე ექნება ვეძისის მაცხოვრებლებს  “- განაცხადა დავით უთმელიძემ.

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*