ქართული English
დავით უთმელიძე საბურთალოზე მიმდინარე სამუშაოებს თავად ადევნებს თვალს

დავით უთმელიძე საბურთალოზე მიმდინარე სამუშაოებს თავად ადევნებს თვალს

საბურთალოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით უთმელიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრ, საბურთალოს მაჟორიტარ დეპუტატ მამუკა მდინარაძესთან და საბურთალოს გამგებელ გაიოზ ვასაძესთან ერთად საბურთალოს ის სამი ლოკაცია მოინახულა, სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

  • ამ დროისთვის უკვე დასრულებულია ისაკაძის ქუჩა N 12-ის მთლიანი ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები.
  • სულ მალე დასრულდება სოკრატ არშბას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები, სადაც დაიგება ასფალტის ახალი საფარი და მოწესრიგდება გზის ფეხით სავალი ნაწილი.
  • გახოკიძის ქუჩაზე მთლიანად შეიცვლება საკანალაზიაციო სისტემა და დაიგება ასფალტი.

სამუშაოებს ასრულებს საბურთალოს რაიონის გამგეობა.

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*