ქართული English
დავით უთმელიძის ინიციატივით საბურთალოს რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა

დავით უთმელიძის ინიციატივით საბურთალოს რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა

თბილისის საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატების დავით უთმელიძის და ვახტანგ შაქარიშვილის ინიციატივით, საბურთალოს რაიონში, 61-ე საჯარო სკოლის შენობაში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები, პარლამენტარი ლევან გოგიჩაიშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
„ჩვენ ამ ფორუმიდან ველოდებით დადებით შედეგს. მნიშვნელოვანია, მოსახლეობა ასეთ პროექტებში მაქსიმალურად ჩაერთოს და დასაქმდნენ, ასევე მნიშვნელოვანია დასაქმების სფეროში კერძო კომპანიების აქტიურად ჩაბმა “- განაცხადა დავით უთმელიძემ.
დღევანდელ ფორუმში 23 კომპანია მონაწილეობდა, რომლებსაც 2000-ზე მეტი ვაკანსია ჰქონდათ წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ ფორუმზე მოსულ ადამიანებს შეეძლოთ c ჰეპატიტის უფასო სკრინინგ პროგრამაში ჩართულიყვნენ და გამოეკვლიათ საკუთარი ჯანმრთელობა.

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*