ქართული English
ნინო გოგუაძე და ქეთევან მამულაშვილი ბაქოში ევროპელი კონსერვატორების მიერ ორგანიზებულ სამიტს დაესწრნენ

ნინო გოგუაძე და ქეთევან მამულაშვილი ბაქოში ევროპელი კონსერვატორების მიერ ორგანიზებულ სამიტს დაესწრნენ

აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალ ბაქოში  გაიმართა ევროპელი კონსერვატორების მიერ ორგანიზებული სამიტი – ,,თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის მნიშვნელობა ევროპის ენერგო უსაფრთხოებისთვის”, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს კონსერვატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრები ნინო გოგუაძე და ქეთევან მამულაშვილი.

ფორუმზე ხაზგასმით განიხილეს საქართველოსა და ჩვენი რეგიონის განსაკუთრებული როლი ევროპის ენერგო უსაფრთხოების საკითხებში, რომელიც სულ უფრო აქტიური მსჯელობის საგანია ევროკავშირის ქვეყნებში. რუსეთის გააქტიურებული აგრესიის ფონზე, საქართველოსთან ურთიერთობა მეტ მნიშვნელობას იძენს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის. ჩვენი როლი ევროპის საერთო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შექმნაში განსაკუთრებული ხდება. სამიტზი ასევე საუბარი იყო განათლების, ადგილობრივი თვითმმართველობის, რეგიონის ეკონომიკური განვითარების და ციფრული ეკონომიკის შესახებ.

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*