ქართული English
ზვიად ძიძიგური: ძალიან წარმატებული პრემიერ-მინისტრი იყო გიორგი კვირიკაშვილი, მაგრამ…

ზვიად ძიძიგური: ძალიან წარმატებული პრემიერ-მინისტრი იყო გიორგი კვირიკაშვილი, მაგრამ…

„ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა გუნდში კონსულტაციების შედეგად გადაწყდება“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა.

 

ძიძიგურმა გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდი შეაფასა.

 

„ძალიან წარმატებული პრემიერ-მინისტრი იყო გიორგი კვირიკაშვილი, მაგრამ ჩვენ გვჭირდება უფრო სწრაფი განვითარება ეკონომიკის, უფრო სწრაფად, სიღარიბის დაძლევის პროგრამის განხორციელება. 4 წლის წინ არ გვქონდა ჩვენ ასეთი ეკონომიკური ზრდა, ახლა უფრო მეტი გვაქვს, მაგრამ გვჭირდება უფრო მეტი“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

წყარო: reportiori.ge

 

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*