ქართული English
გიგა ბუკია: კანონმდებლობამ ხელი არ უნდა შეუწყოს ნარკოტიკების გავრცელებას

გიგა ბუკია: კანონმდებლობამ ხელი არ უნდა შეუწყოს ნარკოტიკების გავრცელებას

ნარკომანი რომ ციხეში არ უნდა წავიდეს, ამაზე ვართ ყველანი თანახმა. დეკრიმინალიზაცია სხვა რამეა. ეს ნიშნავს პასუხისმგებლობის მოხსნას. ეს სწორი არ იქნება. დამრღვევს პასუხი უნდა აგებინო, მაგრამ არ არის აუცილებელი მისი ციხეში გამომწყვდევა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბუკიამ გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„სახელმწიფომ ნარკომანიას ხელი არ უნდა შეუწყოს. პარლამენტში ძირითადად შევჯერდით იმაზე, რომ ნარკოტიკების მომხმარებლის მიმართ სხვადასხვა ზომა უნდა გატარდეს. თუ შემთხვევა პირველია, მას მიეცემა გაფრთხილება. ამასთან, სპეციალური კომისია ფსიქოლოგებისა და სხვა სპეციალისტების მონაწილეობით შემთხვევას შეისწავლის.  თუ მოხმარება განმეორდა, ნარკომანს ან სამკურნალოდ გაამწესებენ, ან ადმინისტრაციულ სახდელს დააკისრებენ. მესამე შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტს, რა ზომა გატარდება. შეიძლება, ეს იყოს შინაპატიმრობა ან სხვა შემზღუდავი მოქმედება.

 

კანონმდებლობამ ხელი არ უნდა შეუწყოს ნარკოტიკების გავრცელებას და არ უნდა გაამრავლოს ნარკომანები ქვეყანაში. ნარკოტიკები არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით ბავშვებისთვის“, – განაცხადა გიგა ბუკიამ.

წყარო: reportiori.ge

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*