ქართული English
ნინო გოგუაძის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე

ნინო გოგუაძის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაზესაგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნინო გოგუაძემ ასამბლეის დებატებში მიიღო მონაწილეობა და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 10 წლის თავზე ისევ მიმდინარე კონფლიქტის შესახებ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული კრიზისის და საქართველოს ახალი სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.

„10 წელი სრულდება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან და რუსეთი ისევ განაგრძობს აგრესიულ ქმედებეს საქართველოს ტერიტორიაზე. მთელი საერთაშორისო საზოგადოება ძალიან ცალსახად აფასებს რუსეთის ქმედებებს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის ოკუპაციას და გმობს საქართველოს მიმართ განხორციელებულ აგრესიას.

ჩვენ ამ საკითხს მუდმივად ვაყენებთ საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორები სრულად იყვნენ ინფორმირებულები აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში არსებული ადამიანის უფლებების დარღვევების მძიმე ფაქტებზე და ზოგადად იმ ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ, რომელიც რუსეთის ოკუპაციის შედეგად არის შექმნილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ასევე, ვისაუბრე საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე და საქართველოს იმ მშვიდობიან პოლიტიკაზე, რასაც რუსეთის აგრესიას ვუპირისპირებთ, რომ მცირედით მაინც შევძლოთ ადგილობრივი მაცხოვრებლების ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

მნიშვნელოვანია რომ ამ 10 წლის თავზე, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, პარტნიორმა ქვეყნებმა, არაერთი რეზოლუციით დაგმეს რუსეთის ოკუპაცია და თავისი მყარი და პრინციპული პოზიცია გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. რასაკვირველია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოზიციაც ასევე ცალსახაა ამ საკითხში“, – განაცხადა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნინო გოგუაძემ.

წყარო: parliament.ge

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*