ქართული English
ქალაქს მალე დამტკიცებული გენერალური გეგმა, განაშენიანების სტრატეგია და რეგულაციები ექნება

ქალაქს მალე დამტკიცებული გენერალური გეგმა, განაშენიანების სტრატეგია და რეგულაციები ექნება

თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია ” ქართული ოცნება-კონსერვატორების” თავმჯდომარე  დავით უთმელიძე დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე საუბრისას აცხადებს, რომ სულ მალე თბილისელებს მწვანე და მედეგი ქალაქის კონცეფცია ექნებათ.

საკრებულოს წევრის თქმით, მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულებულია და დოკუმენტი საკრებულოში შემდგომი განხილვისთვის დღეს გადაიგზავნება.

„ქალაქს მალე  დამტკიცებული გენერალური გეგმა, განაშენიანების  სტრატეგია და რეგულაციები ექნება. დოკუმენტის საბოლოო დამტკიცებამდე საკრებულოში განხილვები და საჯარო მოსმენები გაიმართება, სადაც სამოქალაქო სექტორს  გენგეგმას და  მასში შემავალ სტრატეგიებსა და ზონალური  დაყოფის პრინციპებს კიდევ ერთხელ გააცნობენ“, –  აცხადებს დავით უთმელიძე და  აღნიშნავს, რომ ის ხარვეზები, რომლებზეც შენიშვნები  თბილისის მერიას ჰქონდა, ერთობლივი მუშაობის შედეგად, აღმოფხვრილია.

„ჩვენ, მწვანე და  მედეგი ქალაქის კონცეფცია გვექნება, რომელიც როგორც  ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებისთვის ისე დაინტერესებული ბიზნეს- სექტორისთვის  სასიკეთო იქნება“,- აცხადებს დავით

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*