ქართული English
ქეთევან მამულაშვილი ოლქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

ქეთევან მამულაშვილი ოლქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

“ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციაა. მნიშვნელოვანია მათი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, პრიორიტებების დასახვა და პრობლემების გადაჭრის გზებზე ერთობლივი მსჯელობა. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ჩემი შეხვედრები 4 მისამართზე”. აღნიშულ მისამართებზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები:

ლორთქიფანიძის (ყოფილი კაიროს) ქუჩა N22-ის მიმდებარედ, სკვერის მოწყობის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე მასშტაბური საგზაო სამუშაოებიც ხორციელდება, სადაც 4 600 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი იგება და ბორდიური წესრიგდება. სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.

ახალი სკვერი მოეწყობა ლორთქიფანიძის ქუჩაზე, N20-ის მიმდებარედაც. ასევე, დამონტაჟდება სავარჯიშო ტრენაჟორები.
სკვერის მოსაწყობად სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება ჭიჭინაძის ქუჩაზეც, N29ბ კორპუსის მიმდებარედ. აღნიშნულ ტერიტორიაზე ეზო და ბორდიური უკვე მოწესრიგდა.

საგზაო სამუშაოები დაიგეგმა ქინძმარაულის ქ. N37-ის მიმდებარედ. გზასთან ერთად, აღნიშნულ მისამართზე მოწესრიგდება ბორდიურიც.

ჩვენ ადგილზე გავაცანით მოსახლეობას თუ რა იგეგმებოდა კონკრეტულ ლოკაციაზე და რა პერიოდის განმავლობაში დასრულდებოდა სამუშაოები. შეხვედრისას, ადგილობრივი მაცხოვრებლები საკუთარ უბანში არსებული სხვა პრობლემების შესახებაც გვესაუბრნენ და ერთობლივად დავსახეთ მათი გადაჭრის გზები.

შეხვედრაში მონაწილოებდნენ სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი და გამგეობის  თანამშრომლები.

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*