ქართული English
ქეთევან ჯოხაძის ინიციატივით მუხიანში მცხოვრებ ექვს ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცათ

ქეთევან ჯოხაძის ინიციატივით მუხიანში მცხოვრებ ექვს ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცათ

მუხიანში მცხოვრებ ექვს ოჯახს  ფაქტიურ მფლობელობაში არსებული ფართები სომბოლურ ფასად გადაეცათ. თბილისის საკრებულოს წევრი, მუხიანის მაჟორიტარი  ქეთევან ჯოხაძე ა ოჯახებს პირადად შეხვდა და მათ უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხის შეთანხმების თაობაზე თბილისის საკრებულოს განკარგულება გააცნო.

ეს ოჯახები მითითებულ მისამრთზე უკვე წლებია ცხოვრობენ. არსებულ ფართებში მათ სარემონტო-სამშენებლოსამუშაოები ჩაატარეს, რომ ბინები საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობამდე მიყვანთ.

მოქალაქეების მმართვის საფუძველზე, მაჟორიტარ ქეთევან ჯოხაძის აქტიური ჩართულობითა და დედაქალაქის  მერიასთან  ერთობლივი მუშაობით, წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა უკვე მოგვარებულია. მოქალაქეებმა  მადლობა გადაუხადეს მაჟორიტარს გამოჩენილი ყურადღებისა და მხარდაჭერისათვის.

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*