ქართული English
დავით უთლემიძემ საბურთალოს მოსახლეობას ერთწლიანი ანგარიში წარუდგინა

დავით უთლემიძემ საბურთალოს მოსახლეობას ერთწლიანი ანგარიში წარუდგინა

თბილისის მუნიციპალიტეტის  საბურთალოს მე-5 ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკრებულოში დავით უთმელიძემ, საბურთალოს მოსახლეობას საკუთარი საქმიანობის წლიური ანგარიში წარუდგინა.

მაჟორიტარმა დეპუტატმა მოსახლეობას მიაწოდა სრული ინფორმაცია იმ სამუშაოების შესახებ, რაც 2018 წლის განმავლობაში, საბურთალოს რაიონის გამგეობამ, დედაქალაქის მერიამ და სხვა მუნიციპალურმა სამსახურებმა უშუალოდ მისი მონაწილეობით და შუამდგომლობით განახორციელეს. მაჟორიტარმა აგრეთვე, ისაუბრა მის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. მოისმინა მოსახლეობის აზრი  განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით და დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხი გასცა.

დავით უთმელიძემ გასულ წელს განხორციელებულ სამუშაოებთან ერთად, მომავალ წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა, მოსახლეობას გააცნო ქალაქში და საბურთალოს მე-5 ოლქში განსახორციელებელი პროექტები.

მაჟორიტარმა დეპუტატმა საბურთალოს მაცხოვრებლებს მადლობა გადაუხადა შეხვედრაზე მოსვლისთვის და ამასთან, მოუწოდა რომ უფრო მეტად ჩაერთონ სამოქალაქო აქტივობაში.

„მეგობრებო, მადლობას გიხდით შეხვედრაზე მოსვლისთვის, აქტიურობისთვის და იმ გულშემატკივრობისთვის, რასაც თქვენ ჩემს მიმართ გამოხატავდით ამ წლის განმავლობაში. მიხარია, რომ ასე გიყვართ თქვენი უბანი და მაქსიმალურად ცდილობთ მიმდინარე აქტივობებში ჩართვას. თქვენი ინიციატივების და გვერდში დგომის გარეშე ჩვენ ვერ გავაკეთებდით იმას, რაც გავაკეთეთ. მინდა კიდევ უფრო გააქტიურებისკენ მოგიწოდოთ, მაქსიმალურად მოგვაწოდეთ თქვენი ინიციატივები თუ რა შეიძლება გავაკეთოთ თქვენთვის. მე მუდამ მზად ვარ თქვენს გვერდით ვიდგე, ჩემი წარმომადგენლობის კარი ყოველთვის ღიაა თქვენთვის და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ “.

მაჟორიტრმა დეპუტატმა საბურთალოს მაცხოვრებლებს ანგარიში საბურთალოს რაიონის გამგებელ, გაიოზ ვასაძესთან ერთად წარუდგინა.

 

 

 

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*