ქართული English
დავით უთმელძემ გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა

დავით უთმელძემ გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა

„ დღეს, ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ აქციაში მივიღე მონაწილეობა, რომელიც თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გამართა. გოძიაშვილის ბაღის (ე.წ წითელი ბაღის) რეაბილიტაცია იყო ჩემი წინასაარჩევნო დაპირებებიდან ერთ-ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. რადგან ეს ბაღი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საბურთალოს მაცხოვრებლებისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ იყოს მაქსიმალურად გამწვანებული და კეთილმოწყობილი. რეაბილიტაციის შედეგად კი გვექნება კიდევ ერთი, ძალიან ლამაზი და მწვანე მოსასვენებელი სივრცე თბილისსა და საბურთალოზე”.

ღონისძიების ფარგლებში, პარკში დაირგო 150 ძირი, სამი სახეობის დიდტანოვანი ხე (80 არიზონას კვიპაროსი, 35 ჭადარფოთოლა ნეკერჩხალი, 35 ევროპული მუხა). პარკში წლის ბოლომდე დაირგვება 15 სახეობის 462 ნერგი და 6 სახეობის 2300 ძირი ბუჩქი

ჯამში პარკში წლის ბოლომდე დაირგვება 15 სახეობის 462 ნერგი და 6 სახეობის 2300 ძირი ბუჩქი

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*