ქართული English
„პირველად საქართველო – აშშ-ის პარტნიორობის მანძილზე, ამერიკის კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი ცალკე საკანონმდებლო აქტი მიიღო“

„პირველად საქართველო – აშშ-ის პარტნიორობის მანძილზე, ამერიკის კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი ცალკე საკანონმდებლო აქტი მიიღო“

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას. ის ასევე გამოდის რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით.

„ბოლო პერიოდის მანძილზე, ამერიკის კონგრესი ყოველწლიურად უბრუნდება საქართველოს საკითხს და საკანონმდებლო აქტებით ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ამ პროცესში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ მხარდამჭერ აქტებს კონკრეტული აღსრულების მექანიზმი ამყარებს, რაც აშშ მხარდაჭერას ქმედითს და ეფეტიანს ხდის.

კონგრესის მიღებული ეს საკანონმდებლო აქტი, არის პირველი შემთხვევა, როცა კონგრესი ცალკე კანონს იღებს საქართველოს შესახებ, რომელიც მოიცავს საქართველოს მხარდაჭერას ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროებში როგორიცაა: უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის გაძილერება, რუსული დეზინფორმაციის და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერის გაძლიერება, თავისუფალი ვაჭრობის გაფორმების საკითხები.

ჩვენ გვახსოვს ამერიკის პრინციპული პოზიცია ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის არაღიარების საკითხებთან დაკავშირებით, როდესაც ამერიკის მთავრობამ ყველა ქვეყანას უარი უთხრა ფინანსურ მხარდაჭერაზე, რომელებიც არ სცნობენ საქართველოს ტერიტიულ მთლიანობას. ამ კანონითაც ამერიკის კონგრესი მოითხოვს სანქციები დაუწესდეს ყველა პირს, რომელიც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებში არიან ბრალდებულები.

ახლა ის პროცესია მნიშვნელოვანი, რომელიც ამ აქტის ამოქმედებას უნდა მოჰყვეს – საქართველოს და აშშ მთავრობებს შორის შემდგომი თანამშრომლობა ამ საკითხების ირგვლივ და კონკრეტული, შედეგზე ორიენტირებული მოქმედებების განსაზღვრა და განხორციელება“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*