ქართული English
ქეთევან ჯოხაძე ინტეგრირებული თეატრის აზდაკის ბაღის მიერ გამართულ სპექტაკლს „აურზაური ზღაპარეთში“ დაესწო

ქეთევან ჯოხაძე ინტეგრირებული თეატრის აზდაკის ბაღის მიერ გამართულ სპექტაკლს „აურზაური ზღაპარეთში“ დაესწო

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გლდანის (მუხიანი) მაჟორიტარი დეპუტატი ქეთევან ჯოხაძე ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღი“-ს მიერ გამართულ სპექტაკლს „აურზაური ზღაპარეთში“ დაესწრო და დასის მსახიობებს შობა, ახალი-წელი მიულოცა. ქეთევან ჯოხაძის ინიციატივით და წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატების მხარდაჭერით საქველმოქმედო აქციის ფარგლებში მოხდა სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების შეძენა. „დღეს ამ უნიჭიერესი ადამიანების მონაწილეობით გამართულ სპექტაკლს „აურზაური ზღაპარეთში“ დავესწარი, მოხარული ვარ რომ ჩემი ინიციატივითა და ჩემი კოლეგების მხარდაჭერით შევძელით მცირე წვლილი შეგვეტანა და გაგვეხალისებინა მათი შობა, ახალი-წელი“- განაცხადა ქეთევან ჯოხაძემ. ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“ დაარსდა 2016 წელს და აერთიანებს თექვსმეტ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ხუთ ტიპიური განვითარების მქონე მოყვარულ და პროფესიონალ მსახიობს. დასმა ამ ხნის მანძილზე ექვსი სპექტაკლი დადგა და რამდენიმე საფესტივალო ჩვენებაც გამართა.

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*