ქართული English
დავით უთმელიძე საბურთალოზე ახალი სკვერის გახსნას დაესწრო

დავით უთმელიძე საბურთალოზე ახალი სკვერის გახსნას დაესწრო

საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით უთმელიძემ, საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძესთან ერთად საბურთლოზე, ჭილაძის ქუჩა N166-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თანამედროვე სტანდარტების, ახლად გაკეთებული სკვერი დაათვალიერა.
სამუშაოების ფარგლებში, სკვერში საბავშვო-გასართობი მოედანი მოეწყო, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო საჩრდილობელი, ფიტნეს ზონა და გარე განათების სისტემა.
სკვერში 80-მდე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე დაირგო. ტერიტორიაზე ასევე, განთავსდა სკვერისთვის შესაბამისი სხვა ინფრასტრუქტურა.
„სასიხარულოა რომ, ჩემს სამაჟორიტარო ოლქში დღეიდან, კიდევ ერთი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი გვექნება. რაც მთავარია, მოსახლეობა გახარებული და კმაყოფილია. მე და რაიონის გამგებელი აღნიშნული სკვერის მოწყობის პროცესში აქტიურად ვიყავით ჩართული და მაცხოვრებლებს ხშირად ვხვდებოდით, ვისმენდით მათ აზრს, იმის შესახებ თუ სად რისი დადგმა სურდათ. სწორედ მათი სურვილების შესაბამისად მოეწყო ეს ყველაფერი. დიდი მადლობა მოსახლეობას ჩართულობისთვის და აქტიურობისთვის, ასევე საბურთალოს რაიონის გამგეობას ამ სამუშაოების ჩატარებისთვის“.

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*