ქართული English
ზვიად ძიძიგური გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

ზვიად ძიძიგური გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური საქართველოში გერმანიის ფედერაციის ახალდანიშნულ ელჩ ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება დაუთმეს ორ ქვეყანას შორის არსებულ კავშირებს და თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების საკითხებს.

„გერმანიის ელჩი ძალიან გამოცდილი დიპლომატია, მას უმუშავია, მათ შორის, რუსეთის ფედერაციაში, პოლონეთში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და აქვს ძალიან საინტერესო ხედვა საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის შესახებ. მისი აზრი არის ძალიან ნიშანდობლივი იმ კუთხით, რომ ეკონომიკური განვითარების ნაწილში საქართველოს სჭირდება გერმანიის სახელმწიფოსთან უფრო მეტი ტიპის თანამშრომლობა და ურთიერთობა, მათ შორის, სავაჭრო ურთიერთობები, ეკონომიკური საერთო პროექტები და სხვა. ელჩმა გერმანიის სახელმწიფოს მხრიდან დაადასტურა, რომ ინვესტიციების გაზრდის, ტურისტების რაოდენობის გაზრდის თვალსაზრისით, გერმანიის სახელმწიფო იქნება საქართველოს მხარდამჭერი. რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც ჩვენ ყოველთვის გვეიმედება, გერმანიის სახელმწიფო ტრადიციულად, არაღიარების პოლიტიკის ნაწილში საქართველოს მხარდამჭერი იქნება“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა ელჩთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენს სახელმწიფოებს შორის აქტიურ თანამშრომლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან გერმანია კონტინეტზე არის ლიდერი ქვეყანა და მასთან საქართველოს ასეთი კარგი დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობები იმედს იძლევა, რომ ჩვენი ქვეყანა მოკლე ხანში დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდება.

 

წყარო: parliament.ge

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*