ქართული English
ზუგდიდის მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას წარდგენა

ზუგდიდის მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას წარდგენა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ზუგდიდის მერობის კანდიდატად გიორგი შენგელია ოფიციალურად წარადგინა. „დღეს ზუგდიდს სჭირდება სწრაფი ეკონომიკური განვითარება და ქალაქში არსებული ეკონომიკური პრობლემების დროული მოგვარება. დარწმუნებული ვარ, გეგა ამას ყველაზე კარგად გააკეთებს” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გიორგი შენგელიას წარდგენისას. პრემიერ-მინისტრის თქმით, გიორგი შენგელიამ ყველაზე კარგად იცის, რა სტკივა ზუგდიდს, რა პრობლემებია ქალაქში და როგორ გადაჭრას ისინი. გიორგი შენგელიას წარმატებები უსურვეს ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა. „როგორც დედაქალაქის მერმა, მინდა, მას ერთი რჩევა მივცე: პირველ რიგში, უნდა გაითვისწინოს ზუგდიდელების აზრი. ასე შეიძლება მოგვარდეს ყველა ის პრობლემა, რომელიც ზუგდიდს აწუხებს” – განაცხადა კახა კალაძემ. „ჩვენმა გუნდმა შეარჩია ძალიან ღირსეული კანდიდატი, ღირსეული ზუგდიდელი, რომელიც წესიერი და თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანია. ჩვენი გუნდი, საერთო ძალისხმევით ვართ მოწოდებული, მაქსიმალურად დავაჩქაროთ ყველა ის პროექტი, რომელიც დაწყებულია სამეგრელოში, მაქსიმალურად სწრაფი ტემპებით განვავითაროთ ქვეყანა და ვიყოთ თქვენს სამსახურში” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად ძალიან ბევრ რამეს შევცვლით ამ ქალაქში, გავაკეთებთ და ავაშენებთ უკეთეს ზუგდიდს. ზუგდიდის მერობა არის ძალიან საპასუხისმგებლო, თუმცა იმ ხედვებით, იმ კონკრეტული გეგმით, რომლითაც ჩემს გუნდთან ერთად მოვდივარ, მე დარწმუნებული ვარ, თქვენი დიდი მხარდაჭერით ყველაფერს შევძლებთ და ავაშენებთ უკეთეს ზუგდიდს” – განაცხადა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ და გამოცხადებული ნდობისთვის დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*