ქართული English
საქართველოში არჩევნები ყოველთვისაა, ამიტომ აქტიურობის არჩევნებთან დაკავშირება არასწორია

საქართველოში არჩევნები ყოველთვისაა, ამიტომ აქტიურობის არჩევნებთან დაკავშირება არასწორია

„საქართველოში არჩევნები ყოველთვის არის, ამიტომ აქტიურობის არჩევნებთან დაკავშირება არასწორია“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა„ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის კრიტიკას იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი წერილებს არჩევნების მოახლოებისას აქვეყნებს.

 

როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, ის ეთანხმება ბიძინა ივანიშვილის წერილის პათოსს, რომ ერს კონსოლიდაცია სჭირდება. ძიძიგურის თქმით, 9 აპრილი ის მოვლენაა, რომელიც აჩვენებს, რა შეუძლია კონსოლიდირებულ ერს.

 

„საქართველოში არჩევნები ყოველთვის არის. ერთი წელი დამისახელეთ, როდესაც არჩევნები არ არის. ამიტომ აქტიურობის არჩევნებთან დაკავშირება, არასწორია. ასე ყველა პარტიის საქმიანობა შეიძლება რაღაცას დაუკავშირო. ამიტომ მინდა, ცალსახად ვთქვა, რომ 9 აპრილია სწორედ ის თარიღი და ის მოვლენა, რომელიც აჩვენებს, კონსოლიდაციას რა შეუძლია ერისთვის გააკეთოს. მაშინ კონსოლიდირებულმა, ერთ მუშტად შეკრულმა ერმა მოახერხა და საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მაშინ მთელი ერი პირად თუ პარტიულ ამბიციებზე მაღლა დადგა და მოახერხა, მოეპოვებინა დამოუკიდებლობა“, – განაცხადა ძიძიგურმა.

 წყარო: reportiori.ge

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*