ქართული English
ზვიად ძიძიგური ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის   დელეგაციას შეხვდა

ზვიად ძიძიგური ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზვიად ძიძიგური, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის სოფლის მეურნეობის კომიტეტის წევრებს შეხვდა, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის ვიცე-პრეზიდენტი, მილან სტეჩი ხელმძღვანელობს.

შეხვედრას ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო გოგუაძე და მეგობრობის ჯგუფის წევრები გიორგი ხატიძე და დავით სონღულაშვილიესწრებოდნენ.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და საპარლამენტო ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს. განიხილეს საქართველო-ჩეხეთის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ურთიერთობები.

სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოს ეკონომიკური ზრდის შემდგომი პერსპექტივით და მზადყოფნა გამოთქვეს სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების, სავაჭრო მოცულობის გაზრდის და ინვესტორების დაინტერესების მიმართულებით ჩაერთონ როგორც საპარლამენტო რესპუბლიკის მთავარი წარმომადგენლობითი ორგანოს წარმომადგენლები.

შეხვედრაზე, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ჩეხეთს შორის თანამშრომლობის განსაკუთრებულად მაღალი დონე და საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის როლი ამ პროცესში.

ჩვენ, ისევე როგორც ჩეხეთის რესპუბლიკა, ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა და აქედან გამომდინარე, პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიონ მთავრობას სხვადასხვა მიმართულებით. ეს პოლიტიკური ურთიერთობები, რაც ჩვენს პარლამენტებს შორის არის, შესაძლებელს ხდის ამის მატერიალიზებას და ორი ქვეყნის მთავრობების ურთიერთობების კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მხარეები სამომავლო თანამშრომლობასა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო სენატის ვიცე-პრეზიდენტთან, სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარესთან, დეპუტატებთან. მიმდინარე წლის ივნისის თვეში ჩეხეთში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტია დაგეგმილი. ვფიქრობ, ასეთი მაღალი დონის ვიზიტები ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას ძალიან წაადგება“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა.

წყარო: parliament.ge

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*