ქართული English
დავით უთმელიძემ საბურთალოზე არსებული ახალი მულტიფუნქციური სპორტული სივრცე დაათავლიერა

დავით უთმელიძემ საბურთალოზე არსებული ახალი მულტიფუნქციური სპორტული სივრცე დაათავლიერა

ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელ სატრანსპორტო კვანძთან თანამედროვე, მულტიფუნქციური სპორტული სივრცე მოეწყო. ახალი სპორტული სივრცე საბურთალოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით უთმელიძემ, საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძესთან ერთად დაათვალიერა.

აღნიშნული სპორტული ინფრასტრუქტურა არის მაღალი ხარისხის, გააჩნია არაერთი სერტიფიკატი და ამ ეტაპზე მისი ანალოგი საქართველოში არ არსებობს.

მულტიფუნქციურ სივრცეში განთავსებული თანამედროვე სპორტული ინვენტარი იძლევა საშუალებას, რომ მოქალაქე ვარჯიშის ინსტრუქციას წერილობით ან QR კოდის მეშვეობით, ვიდეოს სახით გაეცნოს. გარდა ამისა, ინვენტარს აქვს აპლიკაცია სმარტფონებისთვის, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ვარჯიშების ვიდეოს სახით მომზადება, რომელიც მიუთითებს ვარჯიშისა და შესვენების დროს, აჩვენებს თუ რომელი სავარჯიშო რომელი კუნთის განვითარებას უწყობს ხელს, ასევე, განსაზღვრავს სტატისტიკას, პროგრესს და კვების რეჟიმს.

აღნიშნული სპორტული სივრცე ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით მოეწყო. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ასეთი სივრცე პირველად სწორედ ჩემს სამაჟორიტარო ოლქში გაკეთდა, კარგი იქნება მსგავსი სივრცე თბილისის სხვა რაიონებშიც თუ მოეწყობა და ყველა ერთად შევუწყობთ ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და განვითრებას – აღნიშნა დავით უთმელიძემ.

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*