ქართული English
გიორგი გახარიას მინისტრობის პერიოდში ნარკორეალიზატორთა წინააღმდეგ ბრძოლა წარმატებულად მიმდინარეობს

გიორგი გახარიას მინისტრობის პერიოდში ნარკორეალიზატორთა წინააღმდეგ ბრძოლა წარმატებულად მიმდინარეობს

პარლამენტის წევრი გიგა ბუკია ნარკოტიკების რეალიზაცია-გასაღების წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მინისტრის, გიორგი გახარიას საქმიანობას წარმატებულად აფასებს.

 

„გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში ნარკორეალიზატორთა წინააღმდეგ ბრძოლა ცალსახად წარმატებულად უნდა შეფასდეს. ბოლო წლების განმავლობაში სარეალიზაციოდ გამზადებული ასობით ნარკოტიკული ნივთიერება იქნა ამოღებული, მოხდა ნარკორეალიზატორთა დაკავება და პასუხისგებაში მიცემა.

 

ამავე დროს, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ, დამსჯელი ღონისძიებებიდან გადასულია პრევენციულ მიდგომებზე – ნარკომომხმარებლების მკურნალობაზე და ამ მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან, სპეციალური პროგრამაც მოქმედებს.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში წარმატებული რეფორმები მიმდინარეობს და ყოველივე ამ პროცესებს გიორგი გახარია, როგორც უწყების ხელმძღვანელი, პროფესიულად წარმართავს. ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენთვის გასაგებია თუ რატომ მიმდინარეობს პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ორკესტრირებული შეტევა გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით“, – განაცხადა გიგა ბუკიამ.

 

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*