ქართული English
ზვიად ძიძიგური: გიორგი გახარიას მინისტრობის პერიოდში ნარკორეალიზატორების, ნარკოდამნაშავეების წინააღმდეგ ბრძოლა განსაკუთრებით გამოკვეთილია

ზვიად ძიძიგური: გიორგი გახარიას მინისტრობის პერიოდში ნარკორეალიზატორების, ნარკოდამნაშავეების წინააღმდეგ ბრძოლა განსაკუთრებით გამოკვეთილია

„მივესალმებით შსს-ს აქტიურობას ნარკოდამნაშავეების წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც გიორგი გახარიას სამინისტროში მისვლის შემდეგ განსაკუთრებით გამოკვეთილია“, – ამის შესახებ კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ნარკორეალიზატორების დანაშაულებრივი საქმიანობა განსაკუთრებულად უნდა შეიზღუდოს.

 

„ნარკორეალიზატორები არიან ადამიანები, რომლებიც ვაჭრობენ ჩვენი, ადამიანების, ჯანმრთელობით, სიცოცხლით და აქედან გამომდინარე, მათ მიმართ სანქციები მკაცრი უნდა იყოს, მათი დანაშაულებრივი საქმიანობა მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს. მივესალმებით შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტიურობას, რომელიც ნარკორეალიზატორების, ნარკოდამნაშავეების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, გიორგი გახარიას სამინისტროში მისვლის შემდეგ განსაკუთრებით გამოკვეთილია“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

 

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, გიორგი გახარია რეფორმატორი მინისტრია და ძიძიგური, კონსერვატიული პარტიის სახელით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

 

„გიორგი გახარია არის რეფორმატორი, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროში ძალიან ბევრი პოზიტიური რეფორმა წამოიწყო. თუნდაც ის რად ღირს, რომ ის არ შეუშინდა სტატისტიკას და ისეთი დანაშაულების აღრიცხვაც დაიწყო, რომლებიც მანამდე არ აღრიცხულა – მაგალითად, გაუცხადებლობა, რაზეც მანამდე სტატისტიკის წარმოების აუცილებლობა არ იყო. კონსერვატიული პარტია მხარდაჭერას ვუცხადებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში და ვისურვებთ, რომ ნარკოდანაშაული, განსაკუთრებით ნარკოტიკების გამავრცელებლების რაოდენობა, გიორგი გახარიასა და სამართალდამცველთა აქტიური ქმედებების შედეგად შემცირდეს“, – ამბობს ზვიად ძიძიგური.

 

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*