ქართული English
მამუკა ბახტაძე – ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ბრძოლა თავისუფლებისთვის და ერთიანობისთვის, თითოეულმა ამ ბრძოლამ შვა თავისი გმირები

მამუკა ბახტაძე – ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ბრძოლა თავისუფლებისთვის და ერთიანობისთვის, თითოეულმა ამ ბრძოლამ შვა თავისი გმირები

ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ბრძოლა თავისუფლებისთვის და ერთიანობისთვის, თითოეულმა ამ ბრძოლამ შვა თავისი გმირები. ასე იყო2008 წლის აგვისტოშიც – სოფელ შინდისში, როდესაც ოკუპანტთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაეცნენ ჩვენი ჯარისკაცები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შინდისში ჩასვლის შემდეგ განაცხადა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შინდისში იმყოფებოდა ასევე კინოპროდიუსერი, პროექტ „შინდისის” ავტორი და ხელმძღვანელი ედმონდ მინაშვილი. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ახალგაზრდების ჯგუფმა მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია და გადაიღო ფილმი შინდისელი გმირების შესახებ, რომელიც წარდგენილია მსოფლიოს პრესტიჟულ კინოფესტივალებზე, მათ შორის – ოსკარზეც.

,,მსურს მათ მადლობა გადავუხადო ამისთვის. ჩვენი ამოცანაა, მთელს მსოფლიოს დავანახოთ, რომ საქართველო არის გმირების სამშობლო და ქართველი ერი ოკუპაციას არასდროს შეურიგდება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა ომის დროს ახმეტა ხუციშვილის მიერ ჯარისკაცების გადარჩენისას გაწეული წვლილიც გამოყო.

,,ეს დღე არის ძალიან დიდი ტკივილი თითოეული ჩვენგანისთვის. ჩემს გვერდით იმყოფება თანამედროვეობის გმირი ადამიანი, ბატონი ახმეტა ხუციშვილი, რომელმაც გადაარჩინა ჩვენი ბიჭები. ამ ადამიანის მაგალითზე უნდა იზრდებოდეს თაობები”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძე შინდისში თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან და სახელმწიფო მინისტრთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*