ქართული English
ქეთევან ჯოხაძე სამაჟორიტარო ოლქში დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

ქეთევან ჯოხაძე სამაჟორიტარო ოლქში დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

ქეთევან ჯოხაძემ სამაჟორიტარო ოლქში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. მუხიანის დასახლებაში დუმბაძის გამზირზე, N1-4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა, სკვერის მოწყობის დასრულებული სამუშაოები თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის (მუხიანი) მაჟორიტარმა დეპუტატმა ამავე რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სამუშაოების შედეგად, 3 400 კვ.მ ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე, სარწყავი და გარე განათების სისტემები, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა, მათ შორის, მოსასვენებელი პავილიონი. სამუშაოები გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ განახორციელა. სკვერის მოწყობისთვის გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 156 999 ლარი დაიხარჯა. ამავე დღეს მაჟორიტარი წევრი მუხიანის მეორე მიკრო/რაიონში, N4 კორპუსთან მდებარე სტადიონის მოწყობის დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო. სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა ლითონის მავთულ-ბადეები, მოეწყო ბეტონის საფუძველი, განახლდა ბალახის ხელოვნური საფარი და ყველა სხვა საჭირო ინვენტარი განთავსდა. აღნიშნული მოედნის რეაბილიტაციისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 43 820 ლარი დაიხარჯა.

 

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*