ქართული English

მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა

ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშორებით „კონსერვატიული პარტიის“ წევრები ბორითში იმ ადგილზე შეიკრიბნენ, სადაც კოსტავა 1989 წელის 13 ოქტომბერს ტრაგიკულად დაიღუპა.

მათ მონუმენტი გვირგვინით შეამკეს და სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. „’კონსერვატიული პარტია“ წლების განმავლობაში პატივს მიაგებს ეროვნული გმირის გარდაცვალების დღეს და ბორითში მერაბ კოსტავას განვლილ გზას თანამებრძოლებთან ერთად იხსენიებს.

მერაბ კოსტავა დაიბადა 1939 წელს თბილისში, ის იყო ქართველი დისიდენტი, მუსიკათმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. ასევე საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, საქართველოს ეროვნული გმირი.

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*