ქართული English
ჯრუჭის მონასტერს წმინდა გიორგის გამოსახულებიანი ქვის ბარელიეფი დაუბრუნდა.

ჯრუჭის მონასტერს წმინდა გიორგის გამოსახულებიანი ქვის ბარელიეფი დაუბრუნდა.

 

ჯრუჭის მონასტერს წმინდა გიორგის გამოსახულებიანი ქვის ბარელიეფი დაუბრუნდა.

ბარელიეფი მონასტერში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ პარლამენტში საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიიტანა.

აქვე სპორტსმენს, რომელმაც ახლახანს ტაილანდში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და სამი რეკორდი დაამყარა – ადგილობრივი თვითმმართველობისგან ფულადი ჯილდო 5 000 ოდენობით და ელგუჯა ჯოხაძის ფერწერული ტილო “ჯრუჭის მონასტერი” გადაეცა.

ჯრუჭის სამონასტრო კომპლექსში ამჟამად რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც შ.პ.ს. არქიტექსი ასრულებს, თანხა რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო. მშენებლობის პირველი ეტაპი მომავალ წელს დასრულდება და სამომავლოდ კომპლექსის სრული აღდგენით გაგრძელდება.

აღნიშნული ბარელიეფი დღემდე ქორეთის საჯაროს სკოლის მუზეუმში ინახებოდა და ის X საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ჯრუჭის ეკლესიაში ჩრდილოეთ მხარეს, სარკმელის ზემოთ განთავსდება.

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*