ქართული English
„იმედში“ ვიყავი იმ პერიოდში, როდესაც სპეცრაზმი შემოიჭრა და მახსოვს მსხვრევა-მტვრევის ხმა

„იმედში“ ვიყავი იმ პერიოდში, როდესაც სპეცრაზმი შემოიჭრა და მახსოვს მსხვრევა-მტვრევის ხმა

„ეს არ იყო მხოლოდ შეჭრა, ეს იყო ტელეკომპანიის დარბევა“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევასა და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის შესახებ საუბრისას განაცხადა.

 

„ჩემი თვალით ვნახე ჟურნალისტები, რომლებიც მიწაზე იწვნენ, რომლებსაც ხელები ჰქონდათ გადაგრეხილი, შეურაცხყოფას აყენებდნენ. „იმედში“ ვიყავი იმ პერიოდში, როდესაც სპეცრაზმი შემოიჭრა და მახსოვს მსხვრევა-მტვრევის ხმა, როდესაც ისინი ტექნიკას ანადგურებდნენ, არქივი გაანადგურეს და დიდი ნაწილი წაიღეს. დღეს გვეუბნებიან, რომ მედიამიმართულებით ან დემოკრატიის მიმართულებით უარესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე მაშინ იყო, უბრალოდ სასაცილოა ამაზე ლაპარაკი“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

წყარო: reportiori.ge

 

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*