al-jazeera: დემონსტრანტები სააკაშვილის წასვლას ითხოვენ

Print This Post Email This Post

რამდენიმე ასეული ანტი-სამთავრობო დემონსტრანტი საქართველოს დედაქალაქში პოლიციის მიერ ორი წლის წინ ოპოზიციური დემონსტრაციის წლისთავის აღსანიშნავად შეიკრიბა

შაბათს, თბილისში საზოგადოებრივ ტელევიზიასთან, თბილისის ცენტრისკენ მარშით წასვლამდე, დაახლოებით 500 დემონსტრანტი შეიკრიბა.

დემონსტრანტები რეფორმებს და მედიის მეტ თავისუფლებას ითხოვდნენ.

2007 წლის ნოემბერში, პოლიციამ საპროტესტო გამოსვლის დროს მასების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა – დემონსტრანტები მიხეილ სააკაშვილის, პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდნენ.

”დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ის მანამდე გაგრძელდება, სანამ სააკაშვილის რეჟიმი დასრულდება” – შაბათს განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ.

დაძაბულობა მაღალია

2007 წლის საპროტესტო გამოსვლებმა, რომელთა მსვლელობისას სააკაშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და დამოუკიდებელი მედია დაარბია, მის დასავლელ მხარდამჭერებში შეშფოთება გამოიწვია და მისი, როგორც დემოკრატი რეფორმატორის იმიჯი შელახა.

”7 ნოემბერმა ორი წლის წინ ნიღაბი ჩამოხადა სააკაშვილს და მთელ მსოფლიოს მისი ნამდვილი სახე აჩვენა, აჩვენა რომ ჩვენ საქმე ავტორიტარიზმთან გვაქვს” – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

გასულ გაზაფხულს ოპოზიციის მხარდამჭერები სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ყოველდღიურ გამოსვლებს ატარებდნენ. ისინი სააკაშვილს ავტოკრატულობაში და გასული წლის რუსულ-ქართული ომის ცუდად წარმართვაში სდებდნენ ბრალს.

ისინი ამავე დროს ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს ითხოვდნენ.

მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ, საპროტესტო ტალღამ თანდათან იკლო და სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოფისში მისი მეორე ვადის დასრულებამდე, 2013-წლამდე დარჩება.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ლიდერები დაჟინებით ითხოვენ სააკაშვილის გადადგომას, მათი თქმით ისინი დღესაც მზად არიან ქვეყნის გასაერთიანებლად პრეზიდენტის ნებისმიერ მოსაზრებას მოუსმინონ.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში დაძაბულობამ იმატა, ხელისუფლება აცხადებს, რომ ის არ გაიმეორებს 2007 წლის ნოემბრის მოვლენებს.

ორიგინალი

Nov 9th, 2009