პირWელი:9 აპრილს საქართველოში საპროტესტო აქციების ახალი, მესამე ტალღა იწყება
9 აპრილს საქართველოში საპროტესტო აქციების ახალი, მესამე ტალღა იწყება. ამის შესახებ პრაიმერის ინიციატორმა პარტიების სამომავლო გეგმაშია ნათქვამი, რომელიც მათ სასტუმრო “ბეტსში” გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინეს. გეგმის თანახმად, 26 მაისს ჩატარდება გრანდიოზული გამაფრთხილებელი აქცია, რომელზეც მიღებული იქნება საგანგებო და წინასწარი ზომები არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. “შექმნილ ვითარებაში მივიჩნევთ, რომ საქართველოს გადარჩენისა და გამარჯვების გზა საქართველოს არაკანონიერი ხელისუფლების შეცვლაზე გადის, რაც მხოლოდ შეურიგებელი, რეალური ოპოზიციური ძალების უკოპმრომისო და რაც მთავარია, ერთიანი ბრძოლითაა შესაძლებელი”, - ნათქვამია არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის სამოქმედო გეგმაში, რომელსაც “საქართველოს გამარჯვების გეგმა” ჰქვია. სამომავლოდ დასახული მიზნები ჟურნალისტებს დღეს “კონსერვატიული პარტიის” ლიდერმა ზვიად ძიძიგურმსა გააცნო. რაც შეეხება იმას, 9 აპრილს დაგეგმილი აქციები ერთდღიანი იქნება თუ პერმანენტული, ოპოზიციონერი ლიდერის განმარტებით, ამის შესახებ გადაწყვეტილება აქციების დროს თანამებრძოლებთან ერთად მიიღება.











