მიმართვა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს

Print This Post Email This Post

ზვიად ძიძიგურირუსეთ-საქართველოს ურთიერთობები თავისი ყველა კომპონენტით უკვე მრავალი წელია წარმოადგენს ტრაგიკულ საკითხს. ურთიერთობებში დაგროვილმა უმწვავესმა პრობლემებმა გადაფარა და დაჩრდილა უამრავი პოზიტიური მოვლენა, რაც მანამდე მჭიდროდ აკავშირებდა ჩვენს ერებს: ერთი სარწმუნოება, კულტურული, სამეცნიერო, ეკონომიკური და ადამიანური ურთიერთობები.

განსაკუთრებული სიმწვავე შეიძინა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებმა 2008 წლის აგვისტოს სამხედრო დაპირისპირების შემდეგ. სამწუხაროდ, ამ ტრაგედიის შესახებ დისკუსიას ხშირად ისტერიის სახე უფრო აქვს, ვიდრე პრობლემის გადაწყვეტის მცდელობის. პრაქტიკულად, არ მიმდინარეობს რაციონალური მსჯელობა იმაზე, თუ რა გზით შეიძლება გადაწყდეს ის საკითხები, რამაც ჩვენი ურთიერთობები ასე გაამწვავა:

• ერთის მხრივ, საქართველოს ინტერსებიდან გამომდინარე - თუ როგორ აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ასევე ეკონომიკური კავშირები რუსეთთან;

• მეორეს მხრივ, რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე - გარანტიები, რომ საქართველოს და რეგიონების სხვა ქვეყნების საგარეო პოლიტიკურმა კურსმა არ შეუქმნას საფრთხეები რუსეთის ინტერესებს და რეგიონულ სტაბილურობას;

ვფიქრობთ, აუცილებელია თავი დავაღწიოთ ყოველგვარ აგრესიულ ტონს და დავიწყოთ დიალოგი იმის შესახებ, თუ როგორ გადავწყვიტოთ ზ/ა საკითხები, ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ამ დიალოგში, ჩვენი აზრით ჩართული უნდა იყოს მთელი პოლიტიკური სპექტრი, ეკლესია, სამოქალაქო საზოგადოება, ბიზნესი, დიასპორები და სხვა.

არ გვაქვს მოლოდინი, რომ წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემები ადვილად და სწრაფად გადაწყდება, თუმცა ღირს დავიწყოთ მსჯელობა მ.შ. იმ საკითხებზეც, რომელზეც დღეისათვის შეიძლება დიამეტრალურად საწინააღმდეგო პოზიციები გაგვაჩნდეს. კეთილი ნების შემთხვევაში, დარწმუნებულები ვართ ყოველთვის შეიძლება ურთულეს საკითხებზეც კი მოიძებნოს გონივრული კომპრომისები.

პატივისცემით,

კონსერვატიული პარტიის
თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური

Feb 4th, 2010
  1. ძალიან დროული და საჭირო, მეტიც, ჩემი აზრით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინიციატივაა

  2. გეთანხმებით, მტერთას საუბარი არ ნიშნავს თანამშრომლობას, ვინც თანამშრომლობს ის არ ყვირის…

  3. getanxmebit

  4. matralia.

  5. რუსეთი ჩვენი მეზობელია. რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, ფაქტი ის არის, რომ ნათესავს და მეზობელს ვერ აირჩევ, ამიტომ უნდა ეცადო და საერთო ენა გამონახო მასთან. მაგალითისთვის სვანეთში არსებულ წესს მოვიყვანდი - ისეთი შემთხვევის დროსაც კი, როცა ორი გვარი მტრად იყო გადაკიდებული ერთმანეთს და დასწრებაზე იყო რომელი აჯობებდა სროლაში, ითვალისწინებდნენ განსაკუთრებულ ფაქტებს და მაგალითად, თუ ერთერთი გვარის ოჯახის წევრი გარდაიცვლებოდა, გადამტერებული მეორე გვარი ხალხს აგზავნიდა იმ ოჯახში, რათა დროებით დაევიწყებინათ მტრობა და გასვენებაში მისვლის უფლება მიეცათ. ასეთ მოლაპარაკებებში მორალი იდო.
    ისტორიიდან გვახსოვს უამრავი მაგალითი, როდესაც გადამტერებული სახელმწიფოები შესარიგებლად დიპლომატიურ ნაბიჯებს დგამენ. ჩემი აზრით, დღეს აუცილებელია რუსულ-ქართული ურთიერთობის აღდგენა. პირადადაც დიდი ხანია ჩართული ვარ ამ საქმეში.

  6. არ მგონია ვინმე ვერ ხვდებოდეს რომ ეს სწორი ინიციატივაა, უბრალოდ ზოგიერთებისთვის გრანტები უფრო მაღლა დგას ვიდრე სამშობლო

  7. წსორია რუსეთთან უნდა მოვაგვაროთ ურთიერთობები რომ საერთოდ მომავალი ქონდეს საქართველოს ნეიტრალიტედია ჩვენი გამოსავალი.

  8. რუსეთან აუცილებლად უნდა მოიძებნოს საერთო ენა

  9. რუსეთია ერთადერთი შანსი საქართველოსთვის რომ იარსებოს ქვეყანამ ნატო და სხვა ორგანიზაციები ბოროტი ზღაპრებია. ჩვენი არჩევანია ნეიტრალიტედი და მჭიდრო ურთიერთობები რუსეთთან, ჩვენ გავხდებით ერთმანეთის ღირსეული პარტნიორები. ქართველების და რუსების დამარცხებელი ძალა დედამიწაზე არ არსებობოს ჩვენ მართმადიდებლები ვართ და ერთი ბედი გვაქვს ჩვენ ერთნი ვართ!!!!!

  10. ფარტომასშტაბიანი დიალოგი რუსეთთან დროული და აუცილებელია. არ შეიძლება საზოგადოების დაშინება იმით, რომ თუ რუსეთთან დიალოგს დავიწყებთ ეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების ტოლფასი იქნება. ჩრდილოელ მეზობელთან მოლაპარაკებების გამართვა სულაც არ გულისხმობს პირადად პუტინთან დიალოგს. რუსეთი მარტო პუტინი არ არის.

  11. ვფიქრობ, უნდა შეიქმნას ამ დიალოგის ფორმატი. დღეს საქართველოს მდგომარეობა ურთულესია, ხოლო რუსეთი ამაგრებს თავის პოზიციებს სამხრეთ კავკასიაში. ამ ფონზე აუცილებელია დიალოგის დაწყება და საზოგადოების აქტიურად ჩართვა ამ საკითხში. ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ხომ სწორედ რუსეთთან დიალოგისკენ მოგვიწოდებენ.
    თუმცა, ოპოზიციას არ აქვს ქვეყნის მართვის ბერკეტები და ამიტომაც უნდა მოხდეს რაღაც ფორმით ხელისუფლების დარწმუნება ამ მოლაპარაკებების აუცილებლობაში.

  12. სრულიად ვეთანხმები, ეს აქამდეც უნდა გაკეთებულიყო. ქართველი ხალხი დიპლომატია და როცა საჭიროა მტერს უნდა მოველაპარაკოთ კიდეც.
    დღეს ვითომ მოყვრები რომ არიან, სწორედ მათთან უნდა ვიყოთ ფრთხილად.

  13. სრულიად ვეთანხმები და დროულიც არის, ეს უნდა გახდეს საქართველოს სტრატეგიული კურსი რუსეთან თანამშრომლობის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიური. მე ერთადერთი იმედი საქართველოს გამთლიანების რუსეთან კეთილმეზობლული ურთიერთობის დამყარებაში ვხედავ. გინდა არ გინდა მეზობელია და სხვა გზაც არა გვაქვს.

  14. ვეთანხმები ყველა აკ გამოთკმულ აზრს რუსეთთან უნდა აღდგეს ურთიერთობა. 200 წელი ვიყავით რუსეთთან ერთად და არ გავრუსებულვართ, დღეს კი საკმარისია 20 წელი, სალაპარაკო ენა გვექნება ინგლისური სამუშაოდ არ ღებულობენ თუ ინგლისური ენა იცი. სკოლის პროგრამაში ნელ ნელა იღებენ საქართველოს ისტორიას

  15. გეთანხმებით. მარტივი ლოგიკაა რომ მეზობელისაგან რომელიც შენზე 100ჯერ ძლიერია და რომელსაც ყოველდღე აგინებ არაფერს კარგს არ უნდა ელოდე. ასე რომ ძალიან კარგად იქცევით

  16. მადლობთ ლადო

  17. საუუკუნებია რუსეთი ჩვენი მეზობელია, და არ შეიძლება შორეულ ევროპასა და ამერიკას მივანდოთ ჩვენი ბედი. ჩვენი ერის ბედი, ჩვენ ვე უნდა გადავწყვიტოთ. თავად უცხო ქვეყნები გვეუბნებიან; თავად მოაგვარეთ თქვენი პრობლემებიო.

  18. ტერიტორიები თურქეთმაც წაგვართვა, მაგრამ მიშამ დედამისი მიათხოვა თურქ ბიზნესმენს>

  19. თათია ცანავა აბა შენ ეგ თქვი

  20. უფრო მეტიც,აზერბაიჯანმაც კი მიითვისა ჩვენი ტერიტორიები,მაგარამ ალიევს ძეგლი კი დაუდგეს…..

  21. თათია მაგარია ძალიან

  22. გმადლობთ შვილებო, რომ არსებობთ…

  23. ამხანაგო სერგო, შვილები კი არა შვილიშვილები არიან…

  24. არაფერს ფილიპე ბაბუა

დატოვეთ კომენტარი

    ქართული კლავიატურა