პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

Print This Post Email This Post

main5 თებერვალს პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით მეტრო ”რუსთაველიდან” მეტრი ”თავისუფლების” მიმართულებით საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა.

პარლამენტთან აქციის მონაწილეებს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა სიტყვით მიმართეს. კონსერვატორების ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ აქციის მონაწილეებს და საზოგადოებას 8 თებერვალს 11 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მისვლისკენ მოუწოდა , სადაც ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი იწყება.

მსვლელობის მონაწილე პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა რუსთაველის გამზირზე პოლიტპატიმრების პლაკატები გააკრეს.

დღევანდელი აქციის ორგანიზატორები იყვნენ კონსერვატიული პარტია, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის და ხალხის პარტია.

Feb 5th, 2010
  1. ძაან მაინტერესებს სხვა პარტიები რატომ არ აქტიურობენ ამ თემაზე?

  2. სხვა პარტიებს რო დასჭირდებათ მაშინ ამოიღებენ ხმას.

  3. ეს აქციები ყოველკვირას იქნება, ჩვენ მას დავაანონსებთ წინასწარ ხოლმე და საზოგადოებას ვთხოვთ შემოგვიერთდეს

  4. პარასკევს 12.00 წერეთლის მეტროსთან

დატოვეთ კომენტარი

    ქართული კლავიატურა