WELT ONLINE: Eutelsat-მა სააკაშვილის ბრალდებები უარყო
თბილისი - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფრანგული კომპანია Eutelsat იმაში დაადანაშაულა, რომ მან რუსულენოვანი ქართული ტელეარხი ”პირველი კავკასიური” ეთერიდან რუსული კონცერნის ”გაზპორმი”-ს ზეწოლით გათიშა
”ეს პოლიტიკური ცენზურაა” – ღელავდა სააკაშვილი, რომელიც ამ კვირის ბოლოს მიუნჰენში, უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე მიემგზავრება.
საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის ახალმა არხმა, რომელსაც სააკაშვილი დამოუკიდებელს უწოდებს, მაუწყებლობა იანვარის შუა რიცხვებში Eutelsat-ის თანამგზავრზე და ქართულ საკაბელო ქსელში დაიწყო.
ის ერთადერთი რუსულენოვანი სატელევიზიო არხია, რომელსაც კრემლი ვერ აკონტროლებს.
ის პირველ რიგში რუსეთის ჩრდილო-კავკასიის რესპუბლიკებისთვისაა განკუთვნილი. მოსკოვი ამ ”პროპაგანდისტულ კამპანიას” სასტიკად აპროტესტებდა.
თუმცა, Eutelsat-მა სააკაშვილის ბრალდებები უარყო.
თანამგზავრზე ქართული არხის მაუწყებლობა წინასწარ შეთანხმებული საცდელი ეთერის დასრულების შემდეგ შეწყდა.
Eutelsat-ის წარმომადგენლის თქმით, კონტრაქტის ხელმოწერის შემთხვევაში, მაუწყებლობა განახლდება.
მან უარყო კავშირი ამ ფაქტს და 15 იანვარს რუსულ კომპანია ”ინტერსპუტნიკ”-თან კონტრაქტის გაფორმებას შორის და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ დიდი ხნის თანამშრომლობის გაგრძელება იყო.












უკრაინა და საფრანეთი რომ რუსეთის ჯაშუშებია გასაგებია
ობამას როდის გამოაცხადებს ჯაშუშად ისაა საინტერესო ეს კეთილშობილი პრეზიდენტი
:):):):):):):)
ტვიტ ხელისუპლებაა კველა უბედურების ინიციატორი