ინტერპრესნიუსი:ნოღაიდელის პარტია და ‘’ედინაია როსია’’ შეთანხმებას 9 თებერვალს გააფორმებენ

Print This Post Email This Post

nogaideli“მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” და რუსეთის მმართველ პარტია “ედინაია როსიას” შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 9 თებერვალს მოსკოვში გაფორმდება.
ზურაბ ნოღაიდელის პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელშეკრულებას “ედინაია როსიას” სახელით ბორის გრიზლოვი და მოძრაობის ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი მოაწერენ ხელს.
ექსპრემიერი მოსკოვში 8 თებერვალს მიუნჰენიდან ჩავა, სადაც ერთდღიანი ვიზიტით 7 თებერვალს გაემგზავრება. მიუნჰენსა და მოსკოვში ნოღაიდელი არაერთ საქმიან ვიზიტს გეგმავს.
რაც შეეხება “ედინაია როსიასთან” შეთანხმების ტექსტს “ინტერპრესნიუსი” მას უცვლელად გთავაზობთ:
“სრულიად რუსეთის პოლიტიკური პარტია “ედინაია როსია” და “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”, შემდგომში მხარეებად წოდებულნი, ისწრაფვიან, შეიტანონ წვლილი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის კეთილმეზობლობის განმტკიცებაში. გამომდინარე იქედან, რომ პარტიათაშორისი კავშირები უნდა წარმოადგენდნენ რუსულ-ქართული ურთიერთობების მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს და მოწოდებულია, ხელი შეუწყოს მათ ნორმალიზებას, ეფუძნება რა დამოუკიდებლობის, თვითმყოფადობის, ურთიერთპატივიცემის, ერთმანეთის საქმეებში ჩაურევლობის, თანასწორობის და პარტნიორობის პრინციპებს, შეთანხმდნენ შემდეგზე:
1. მხარეებს ექნებათ კონსულტაციები და გაცვლიან ინფორმაციებს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოში არსებულ აქტუალურ, ორმხრივ და საერთაშორისო საკითხებზე, გააცნობენ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას: პარტიული მშენებლობის, საორგანიზაციო მუშაობის, საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობის, კადრების სწავლებისა და მომზადების, საგამომცემლო საქმიანობის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობაში მონაწილეობის მიღების, ახალგაზრდული პოლიტიკის, საერთაშორისო კავშირების და სხვა სფეროებში, რომლებიც საერთო ინტერესს წარმოადგენს.
2. მხარეები რეგულარულად მოახდენენ პარტიული დელეგაციების გაცვლას სხვადასხვა დონეებზე, გამართავენ ექსპერტებთან შეხვედრებს, ასევე, სხვა ორმხრივ ღონისძიებებს.
3. მხარეები ხელს შეუწყობენ პარტიათაშორის კავშირებს და კონტაქტებს რეგიონულ დონეზე.
4. მხარეები, თავიანთი ეგიდით, მოახდენენ ორმხრივი და მრავალმხრივი სემინარების, კონფერენციების, “მრგვალი მაგიდების” ორგანიზებას ყველაზე აქტუალურ რუსულ-ქართულ საკითხებზე და პარტიათაშორის ურთიერთობებზე, ამაში ჩაერთვება სპეციალისტების ფართო წრე და საზოგადოების წარმომადგენლები.
5. მხარეები აქტიურად შეუწყობენ ხელს კონტაქტების განვითარებას არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხაზით.
6. აღნიშნული შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

ინტერპრესნიუსი

Feb 8th, 2010
  1. ნამდვილატ მისასალმებელია კველა მცდელობა, დატფეს ურტიერტობა რუსეტ საქარტველოს სორის ვისგანაცარ უნდა მოდიოდესეს. გერმანიამ ევროპა დაიპკრო განა ცოტა ხალხი დაიგუპა. მას სემდეგ რა გერმანია მტრადაა სერაცხული. აფხაზეტ საქარტველოს ომსი ცოტა ხალხი დაიგუპა განადგურდა ორტავე მხრიდან რა ვკნატ არც აფხაზეტს სეურიგდეტ. დგეს რომ ვასლი ტონობიტ ულპება ხალხს რა კნას 10 ტეტრატ ცააბაროს ანდა ციტრუსი მარტო აცარასია გურია სამეგრელოსი სახლსი დაულპახალხს

  2. აი ამისთვის გვინდა რუსეთთან კარგი ურთიეთობა

  3. მისასალმებელი ფაქტია წარმატებებს ვუსურვებ ბატონ ზურაბს და მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის. რუსეთი არის ჩვენი ზესახელმწიფო და პირველ რიგში მასთან უნდა მოგვარდეს ურთიერთობები!!!!

  4. გერმანიასა და რუსეთს შორის თუ განსხვავებას ვერ ხედავთ ცუდად ყოფილა ტქვენი საქმე.

    გერმანიამ ევროპა, რომ დაიპყრო მას მერე გერმანიას ყოფა უტირეს, შემდეგ შუაზე გაყვეს და მერე როცა გაერთიანდა გერმანელებმა თავიანთი ბაბუების მიერ დაზარალებულ ებრაელებს მილიონობით კომპენსაციები გადაუხადეს.

    დააბრუნოს რუსეთმა აფხაზეთი და ოსეთი, გადაგვიხადოს კომპენსაცია და ვიმეგობროთ მერე რამდენიც გინდათ.

  5. ვახო რა თქმა უნდა განსხვავება არის უბრალოდ ჩვენ მაგ “გერმანული” ვარიანტის შემთხვევაში გერმანიის ანუ დამარცხებული მხარე ვართ ომში, ამიტომ ჩვენ გვჭირდება დიპლომატია რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ, თორემ ფრანგების და ინგლისელებივით ომი რომ მოგვეგო მაშინ რა თქმა უნდა რასაც შენ ამბობ ამ ულტიმატუმს წავუყენებდით

    დამარცხებულის მიერ ულტიმატუმის წაყენებას ხომ შEდეგეი არ მოყვება, თქვენც ხომ ხვდებით

  6. ჭკუა რომ ქონდეს სააკაშვილს ისევ პრემიერ მინისტრად დანიშნავდა ნოღაიდელს, მაგრამ მადლობა ღმერთს

დატოვეთ კომენტარი

    ქართული კლავიატურა