ქართული English
ახალგაზრდული ორგანიზაცია

ახალგაზრდული ორგანიზაცია

 

2013 წლის 4 ივნისს მოხდა კონსერვატიული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის რეორგანიზაცია. ამ დღიდან ახალაგაზრდები აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე.  მათ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ორგანიზიაციების მიერ დაგეგმილ არაერთ პროექტში,რომელშიც მათ წარმატება  და გამარჯვებულის ტიტული თითქმის ყველა პროექტიდან მოიპოვეს.  ახალგაზრდული ძალების ზრდისა და განვითარების პროცესის დაწყება ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. ახალაგაზრდული ორგანიზაციის  მიზანი არის ქვეყანაში ახალგაზრდების ჩართვა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში. ახალგაზრდა კონსერვატორებს აქვთ 73 რაიონული ორგანიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით. რეგიონალური ორგანიზაციების განვითარებასა და ხელშეწყობის მიმართულებით აქცენტირება ხდება რაიონული ორგანიზიების გაძლიერებაზე, რეგიონალური  პროექტების  საშუალებით ახალგაზრდების ხელშეწყობასა  და განვითარებაზე. ჩვენთვის პრიორიტეტულია ახალაგაზრდა ლიდერების წარმოჩენა მთელი საქართველოს მასშტაბით.

კონსერვატიული პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას შემუშავებული აქვს გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ორგანიზაციის გაძლიერებას და პოლიტიკურ სივრცეში ღირსეული ადგილის დამკვიდრების პროცესს.