ქართული English

პარტიის პროგრამა

sagr

,,ჭეშმარიტი კონსერვატორობა
ესარჩლება და იცავს მარტო
იმისთანა ძველს, რომელიც მისის
გულწრფელის აზრით, ჯერ კიდევ
გამოსადეგია და საჭირო
ცხოვრებისათვის“

ილია ჭავჭავაძე
(1837-1907)

            

                             

 

ძირითადი ღირებულებები
დამტკიცებულია პარტიის პოლიტიკური
საბჭოს მიერ 2005 წლის  მაისი

ქართული კონსერვატიზმი სათავეს ქართულ სახელმწიფოებრიობასთან ერთად იღებს. 3 ათასწლეულის მანილზე ქართველი ერი თავდაუზოგავ ბრძოლას ეწეოდა მსოფლიოს უდიდესი და უსასტიკესი იმპერიების წინააღმდეგ, რათა შეენარჩუნებინა ის ძირითადი ფასეულობები, რითაც XIX საუკუნემდე მოაღწია: მამული, ენა და სარწმუნოება. თანამედროვე მსოფლიოში, გლობალური ინტეგრაციას ეპოქაში ეროვნული სახელმწიფოს მიზანი შეიცვალა – აუცილებელი გახდა ერთის მხრივ საყოველთაოდ აღიარებული ლიბერალური  ღირებულებების დამკვიდრება პოლიტიკასა და ეკონომიკაში, ხოლო მეორეს მხრივ ეროვნული სახელმწიფოსა და ეროვნული კულტურის თვითკმაყოფადობის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება. ,,ჭეშმარიტი კონსერვატორობა ესარჩლება და იცავს მარტო იმისთანა ძველს, რომელიც მისის გულწრფელის აზრით, ჯერ კიდევ გამოსადეგია და საჭირო ცხოვრებისათვის“ – ილია ჭავჭავაძის ეს სიტყვები დღესაც თანამედროვე ქართული კონსერვატიზმის საფუძველთა საფუძველს წარმოადგენს. ამ რწმენითა და სულისკვეთებით საქართველოს კონსერვატორები საჯაროდ ვაცხადებთ, პარტიის ძირითად ღირებულებებს:

1. კანონის მმართველობა.    სახელმწიფოს მართვა ხორციელდება საზოგადოებრივი
შეთანხმების  – კანონის საფუძველზე, რომელიც გამოცემული უნდა იქნეს კანონით
დადგენილი წესების მკაცრი დაცვით. ნებისმიერი საკითხი,რომელიც განეკუთვნება
ხელისუფლების რომელიმე შტოს კომპეტენციას უნდა გადაწყდეს მხოლოდ კანონის
და არა ე.წ ,,სახელმწიფო“ ან ,,საზოგადოებრივი“ ინტერესების საფუძველზე.
ხელისუფლების განხორციელების დროს გამორიცხულ უნდა იქნეს სახელმწიფო
მოხელეთა მიერ გადაწყვეტილებების მიღება საკუთარი პოლიტიკური თუ სხვა
შეხედულებების მიხედვით.

2. ადამიანის უფლებების უზენაესობა.   უპირველეს ღირებულებას პოლიტიკურ და
ეკონომიკურ ურთიერთობებში წარმოადგენს კონსტიტუციით, საერთაშორისო
სამართლით და სხვა საყოველთაოდ აღიარებული ადმიანის უფლებებისა და
თავისუფლებების უპირატესობა ნებისმიერ საჯარო ინტერესთან მიმართებაში.
დაუშვებელია სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების,
აგრეთვე კერძო საკუთრების რაიმე ფორმით ხელყოფა. სახელმწიფოს მიერ მიღებუ-
ლი ახალი კანონები და გადაწყვეტილებები არ უნდა აუარესებდეს და ხელყოფდეს
საზოგადოების წევრების მიერ ადრე მოპოვებულ უფლებებსა და მდგომარეობას.

3. ღია და თავისუფალი საბაზრო ურთიერთობები.  საზოგადოების წევრები და მათი გაერთიანებები   ერთმანეთთან პირად და საქმიან ურთიერთობებს აწესრიგებენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. სახელმწიფო არ ზღუდავს კერძო ურთიერთობებს, გარდა მკაცრი დადგენილი გამონაკლისებისა, სახელდობრ: გადასახადების აკრეფა, სიცოცხლისა  და ჯანმრთელობისათვის საშიშ საქმიანობაზე ზედამხედველობა, მონოპოლიების შეზღუდვა.

4. ხელისუფლების შეზღუდვა.   სელისუფლება წარმოადგენს არა ქვეყნის და მისი
მოსახლეობის ბატონ-პატრონს, არამედ მის მიერ დაქირავებულ დაწესებულებას.
ამიტომაც ხელისუფლებას ეკისრება საზოგადოების არა ყველა საჭიროების მოწეს-
რიგება, არამედ მხოლოდ იმ ვიწრო ჩამონათვალისა, რომელიც არ შეიძლება მოწეს-
რიგდეს კერძო ურთიერთობების ფარგლებში, სახელდობრ: თავდაცვა, დანაშაულის
აღკვეთა, უმწეოთა დახმარება და ა.შ. სახელმწიფო შეძლებისდაგვარად უნდა დაეხ-
მაროს, მაგრამ არ უნდა კარნახობდეს ეკონომიკისა და კულტურის განვითარების
მიმართულებებს.

5. ხელისუფლების დანაწილება.   სახელმწიფო ხელისუფლებას ახორციელებენ
ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, დემოკრატიული წესით არჩეული პარლამენტი,
მთავრობა და სასამართლო პარლამენტი და მთავრობა ანგარიშვალდებული არიანი
მხოლოდ ხალხის, მაგრამ არა ერთმანეთის წინაშე. მხოლოდ პარლამენტია უფლება-
მოსილი გამოსცეს კანონები რომელიმე სხვა დაწესებულების თანხმობის გარეშე.
მხოლოდ მთავრობაა უფლებამოსილი განახორციელოს კანონით დაკისრებული
სახელმწიფოს მართვის ვალდებულებები, მხოლოდ სასამართლოა უფლებამოსილი გამოიტანოს საბოლოო გადაწყვეტილებები ნებისმიერი სახის დავის შემთხვევაში.

6. პირდაპირი თვითმმართველობა და რეგიონალიზმი. ყველა დონის ტერიტორიულ
ერთეულებში თვითმმართველობას ახორციელებენ პირდპაირი წესით არჩეული
წარმოდგენლობითი და აღმასრულებებლი ორგანოები. ზედა დონის აღმასრულებე-
ლი  ორგანო, მ.შ. მთავრობა ახორციელებს მხოლოდ იმ ფუნქციებს, რომელიც არ
შეიძლება განახორციელოს ქვედა დონის თვითმმართველობამ. რეგიონულ თვით-
მმართველობას არ გააჩნია ფედერაციის სუბიექტის სტატუსი, არ გააჩნია საკუთარი
კანონმდებლობა და არ მონაწილეობს ეროვნული კანონმდებლობის დადგენაში.

7. ეროვნული სახელმწიფო.  საქართველოს სახელმწიფოს უმთავრეს პოლიტიკურ
ამოცანას წარმაოდგენს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლი-
ანობის დაცვა. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ქართული ენის, ეროვნული
კულტურისა და ტრადიციების განვითარებას. სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში
მცხოვრებ თანამემამულეებზე.

8. მართლმადიდებლური ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსი.  სახელმწიფო
კონსტიტუციით აღიარებს და გამომდინარე კანონებით ადასტურებს ქრისტიანო-
ბის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში, ხელს უწყობს მართლმადი-
დებლური ეკლესიისა და ქრისტიანული კულტურის შემდგომ განვითარებას.

9.  შემწყნარებლობა.  სახელმწიფო აღიარებს ადამიანების თანასწორობას ეროვნული,
რელიგიური, პოლიტიკური, სქესობრივი თუ სხვა კუთვნილბის მიუხედავად.
პოლიტიკურ ან სხვა ნიადაგზე ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია ისჯება კანონით.