ქართული English

პარტიის სიმბოლიკა

დროშა

პარტიის დროშას წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშას – შინდისფერი მართკუთხედი, რომელსაც ტარის მხარეს, ზედა კუთხეში აქვს შავი (ზემოთ) და თეთრი (ქვემოთ) ზოლები

drosha

გერბი

თეთრ ფონზე, ცენტრში მოთავსებული შინდისფერი ჯვარი და მისკენ მიმართული გრიფონი, ზედა და ქვედა მხარეს ჰორიზონტალური კანტები

consgerbi

პარტიის ჰიმნი

“ჩემო კარგო ქვეყანა”

ლექსი :  ილია ჭავჭავაძე
მუსიკა:  რევაზ ლაღიძე

ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..
აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია,
თუმცა ძველნი დაგშორდნენ, ახალნი ხომ შენია…
მათ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდების დღენია,
ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?
წვრილ-შვილნი წამოგესწრნენ ნაზარდნი, ულმტკიცები,
მათის ზრუნვის საგანი შენ ხარ და შენ იქნები,
არ გიმტყუნებენ შენა, თუ-კი მათ მიენდები.
მათის ღვაწლით შეგექმნეს სახე ბედით მთენია,
ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?
მათი გული შენისა ტრფობის ფართო ბუდეა,
მათი გულთა ფიცარი შენი მტკიცე ზღუდეა…
ვერ წაბილწავს მათს გრძნობას სიმუხთლე, სიმრუდეა!
მათ თვის მკერდით შეჰმუსრონ მტერთა სიმაგრენია,
ჩემო კარგო ქვეყანავ, მაშ, რად მოგიწყენია?